ფესტივალი
Tuesday, November 11, 2014
დღე მეცხრე
დღეს ტრენინგის ბოლო დღეა, ყველაფერი მშვენივრად მიმდინარეობდა.გულიც მწყდება, რომ დასარულს მივუახლოვდით. პრეზენტაციებიც მშვენიერი გამოვიდა.მადლობა გიორგის ტრენინგის ჩატარებისთვის.ხვალიდან ვეცდები ,პროექტი დავიწყო. მჯერა, რომ კარგად გამოვა.
Thursday, November 6, 2014
დღე მერვე
დღეს განვიხილეთ მე-6 და მე-7 მოდულები,დიფერენცირებული სწავლება და ტექნოლოგიური ცხრილები. შეფასების გეგმაში დავასრულეთ მოსწავლეთა დიფერენცირებული სწავლების გრაფების შევსება, განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიები,გავეცანით მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ხელშემწყობი შეფასების ფორმების შექმნას,მოსწავლეთათვის დამატებითი დამხმარე მასალების შექმნასა და პროექტის გეგმის შეცვლას სხვადასხვა სტილის/დონის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით.გავაკეთე თვითშეფასება,თუ რამდენად წარმატებით შევქმენი მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემო. მე-7 მოდულში გავეცანი,რა სახის ფასილიტაცია შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა ტექნოლოგიების გამოყენებით გავიხსენეთ კითხვის დასმის სტრატეგიები მაღალი დონის სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად დამხმარე მასალების შექმნა პროექტის გეგმის განახლება განხორციელების სტრატეგიების განხილვა დოკუმენტების შექმნა მენეჯმენტისთვის საგაკვეთილო გეგმის შეფასება და განახლება შეფასების შედეგების მიხედვით რეფლექსია თქვენს ბლოგზე
Tuesday, November 4, 2014
დღე მეოთხე
დღეს სამუშაო კიდევ უფრო საინტერესო გახდა, შევქმენი ბროშურა, ვისწავლე ,სად მოვიძიო ბროშურის სახეები, როგორ განვათავსო ზედ ინფორმაცია. გავუზიარეთ იდეები ერთმანეთს, დავასრულეთ ბუკლეტი, გავაკეთეთ მოსწავლეებისთვის პრეზენტაცია და კიდევ გადავხედეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს. გავეცანით ერთმანეთის პრეზენტაციებს, გეგმა კიდევ შევავსეთ, შევაფასეთ მოსწავლეთა საჭიროებები, გავუზიარეთ იდეები ერთმანეთს, ვიმსჯელეთ ბუნდოვან საკითხებზე,პროექტზე დაფუძნებული სწავლებით სტანდარტით შედეგების მიღწევაზე. გავეცანით საავტორო უფლებების კანონმდებლობას. ინტერნეტრესურსების გამოყენებისას აუცილებლად უნდა მივუთითოთ ვებმისამართი, შეგვიძლია გამოვიყენოთ ონლაინთანამშრომლობითი ვებსაიტები. გავაკეთე ამ დღის რეფლექსიაც, შევასწორე შეცდომები ჩემს ბუკლეტში.
დღე მეშვიდე
მოვისმინეთ ჩვენი ტრნინგის მონაწილე პედაგოგების მიერ შექმნილი პრეზენტა-ციები, განვიხილეთ ისინი და ვიმსჯელეთ, როგორ იქნებოდა უკეთესი. მივეცით შენიშვნები და ჩვენც გავითვალისწინეთ
დღე მეხუთე
დღე დავიწყეთ პროექტების პრეზენტაციით.
.უფრო და უფრო საინტერესო გახდა ჩემი მუშაობა პროექტზე.
ვისწავლეთ ვიდეოს მოძებნა ,დავაკოპირეთ მისამართი,გავხსენით ბლოგი და new posti-დან ატვირთვე ბლოგზე.
ვისწავლე თუ როგორ ხდება არასასურველი ვიდეოს წაშლა და ახლის ატვირთვა.
გავხსენი ფოსტა
.უფრო და უფრო საინტერესო გახდა ჩემი მუშაობა პროექტზე.
ვისწავლეთ ვიდეოს მოძებნა ,დავაკოპირეთ მისამართი,გავხსენით ბლოგი და new posti-დან ატვირთვე ბლოგზე.
ვისწავლე თუ როგორ ხდება არასასურველი ვიდეოს წაშლა და ახლის ატვირთვა.
გავხსენი ფოსტა
დღე მეექვსე
განვიხილეთ პროექტის გეგმა,,შევიტანეთ ცვლილებები.
დღეს ვისწავლე გვერდების შექმნა ბლოგში.
შევქმენი პორთფოლიოს გვერდი სადაც განვათავსებ პროექტის პორთფოლიოს.ვისწავლე თუ როგორ ხდება გვერდების დამატება.
გავაკეთეთ მოსწავლის ნიმუში- პრეზენტაცია.
Subscribe to:
Posts (Atom)